ზარქუა – “ნაცმოძრაობაზე” – ჩვენ ვთქვით, რომ რეჟიმი გასამართლდება და ამას ბოლომდე მივიყვანთ
“ჩვენ ვთქვით, რომ რეჟიმი გასამართლდება და ამას ბოლომდე მივიყვანთ, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ის გამოეხმაურა საკითხს, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შეიტანს.
“სანამ თქვენთან ვდგავარ, კიდევ შემოდის ასობით და ათობით განცხადება ამ რეჟიმის სისასტიკის შესახებ. ვის ოჯახის წევრი მოუკლეს, დაუსახიჩრეს, ვის ბიზნესი წაართვეს, ვის აშანტაჟებდნენ, სიგიჟეა, არც გჭირდება, რომ ის განიხილო, ისეთები წერია და ისეთი ისტორიებია, რომ მოყოლაც კი გვერიდება ამის ისეთი ამბები ხდება. ამიტომაც გახდა აუცილებელი, რომ ჩვენ გავახანგრძლივეთ კომისია კიდევ 1 თვით და მიუხედავად ამისა, აქ არის პროცედურები, ვერ ესწრება. საკონსტიტუციოს ხომ თავისი პროცედურები აქვს, შევიტანთ სარჩელს და ეგრევე ხომ არ დაიწყებს. ამიტომ ვუთხარით ჩვენ, რომ არასწორი მოლოდინები რომ არ შევქმნათ. რეჟიმი გასამართლდება თავიდან ბოლომდე და ეს პირობა, რაც დავდეთ ბოლომდე მივა. უბრალოდ, მანამდე ამ რეჟიმს ადგილობრივ თვითმმართველობაში გაასამართლებს უკვე მორიგ ჯერზე ქართველი ამომრჩეველი. შემდეგ უკვე, ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლო, თავისი წესით და კანონით, როგორც აქვთ ვადაში გაწერილი, ისე მიიღებს გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა ზარქუამ.