“სალომე ზურაბიშვილი კონკრეტულ მონაკვეთში, კონკრეტულ დროს ჩვეულებრივი პაიკი იყო, გამოყენებული რადიკალური ძალების მხრიდან” – მახაშვილი

“სალომე ზურაბიშვილი კონკრეტულ მონაკვეთში, კონკრეტულ დროს ჩვეულებრივი პაიკი იყო, გამოყენებული რადიკალური ძალების მხრიდან. როგორც კი, სალომე ზურაბიშვილმა თანამდებობა დატოვა, იმ წამიდანვე მისი გარიყვა დაიწყო”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„მოულოდნელი არაფერია. როგორც კი სალომე ზურაბიშვილმა რადიკალიზმში თავისი როლი შეასრულა, იმ მომენტიდან მისი გარიყვა მოხდა. ყველა ძალას თავისი ინტერესი აქვს და რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილზე ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს არ გაცვლიან“, – აღნიშნა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები