მამუკა მდინარაძე: ტყუილები ემსახურება იმას, რომ გახლიჩონ ჩვენი საზოგადოება, შემდეგ მართვა უფრო ადვილია – უბრალოდ ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გაშიფრა ეს და არ წაჰყვა აგენტურის ნარატივს, რითაც გადავრჩით ფიზიკურად

ტყუილები ემსახურება იმას, რომ გახლიჩონ ჩვენი საზოგადოება და გახლეჩილი საზოგადოების მართვა უფრო ადვილია. უბრალოდ ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გაშიფრა ეს და არ წაჰყვა აგენტურის ნარატივს, რითაც გადავრჩით ფიზიკურად, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გარე ძალებს უნდათ, რომ ქართველებს ერთმანეთი შეაზიზღონ და შეაძულონ.

„ამ ქვეყანაში ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარი შემოვიდა გარედან იმისათვის, რომ ეს სიძულვილის ენა ამგვარად ყოფილიყო რეალიზებული, რომ ჩვენ, ქართველებს ერთმანეთი შეგვაზიზღონ და შეგვაძულონ. რომ ერთმა მხარემ მეორეს ეძახოს რუსი, ოკუპანტის ინტერესების გამტარებელი. მათთვის სახელი დაერქმიათ, კი ბატონო, ესეც გგონიათ ძალიან ანაღვლებთ მათ პატრონებს? ჩვენ თავის სახლეს რომ ვარქმევთ და მოღალატეებს ვეძახით, ესეც რაღაც კუთხით მათ ინტერესშიც კია. სხვა გზა არ გაქვს, ქართველ ხალხს უნდა უთხრა სიმართლე და ეს იძულებითი სვლაც კი გამოყენებულია მათ მიერ. იმიტომ, რომ პოლარიზაციის გაღვივებას ნამდვილად უწყობს ხელს, უბრალოდ, შენ სხვა გზა არ გრჩება, რადგან ამ შემთხვევაში ჩაგანაცვლებენ აგენტურით, თუ არ უთხარი ხალს სიმართლე და მათი მეტი, უფრო დიდი მიზანი უკვე მიღწეულია და ისე შეგაგდებენ სადღაც ომში, როგორც არაფერი და გამოგიყენებენ პაიკად. მათი მხრიდან რაღაცებზე რუსული კანონების 100 ათასჯერ ძახილი და პიარული კოდალას ეფექტი, ეს ტყუილები ემსახურება იმას, რომ გახლიჩონ ჩვენი საზოგადოება. როცა საზოგადოებას გახლეჩ მერე იქ მართვა უფრო ადვილია. უბრალოდ, ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გაშიფრა და ჩვენც ჩვენი მოკრძალებული წვლილი გვაქვს ამაში. არ წაჰყვა აგენტურის ნარატივს და ამით გადავრჩით ფიზიკურად. ასევე, პირველი ქვეყანა ვართ ევროპის მასშტაბით ეკონომიკური ზრდით, წარმოიდგინეთ. არა თუ ფიზიკურად გადავრჩით ეკონომიკური ზრდით ვართ ევროპაში პირველები. ამასაც მივაღწიეთ. ეს ფაქტია და დანარჩენი ილაპარაკონ, მაინც ლაპარაკობენ საშინელებებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები