მაკა ბოჭორიშვილი: “ოკუპაციის პირობებში შეუძლებელია ვისაუბროთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე”

“ოკუპაციის პირობებში შეუძლებელია ვისაუბროთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ან ურთიერთობის ნორმალიზებაზე” – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის მიერ გაკეთებულ განცხადებას ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით.

“ყველამ კარგად იცის რა არის პრობლემა საქართველოსა და რუსეთს შორის და რა უდგას წინ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს. ეს არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და სწორედ ეს არის რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების ნომერი ერთი შემაფერხებელი,” – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, საინტერესოა, თუ როგორ ხდება მსგავსი განცხადებების გამოყენება ოპოზიციის მხრიდან საქართველოში.

“აქ არის მეორე საკითხი, თუ როგორ ხდება მსგავსი განცხადებების გამოყენება საქართველოში და ესეც ერთგვარად თითქოს სიცოცხლის ძალის მისანიჭებლად ხდება, რომ ოპოზიციურ ძალებს, დაცლილი დღის წესრიგის პირობებში ჰქონდეთ ახალი თემების შექმნის შესაძლებლობა, რაზეც გააკეთებენ კომენტარებს.

კიდევ ერთხელ: საკითხი მარტივია. საქართველოს აქვს ორი რეგიონი, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რა თქმა უნდა, ოკუპაციის პირობებში, ჩვენთვის შეუძლებელია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი,” – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები