აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და საქველმოქმედო ორგანიზაცია „ილია მართლის საზოგადოებას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქველმოქმედო ორგანიზაცია „ილია მართლის საზოგადოებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა, ლაშა ქარდავამ და ორგანიზაციის დირექტორმა, მარიამ მჭედლიანმა მოაწერეს.

მემორანდუმი ითვალისწინებს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე აფხაზეთიდან დროებით დევნილი 9-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის გადასაადგილებელი საშუალებითა და სამედიცინო ინვენტარით დახმარებას.

შეხვედრას მინისტრის მრჩეველი მეგი ჯაში და „საზოგადოება ილია მართლის“ დამფუძნებელი ბესიკ მარგიანი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები