მაკა ბოჭორიშვილი: საერთაშორისო არენაზე საქართველოს აქვს თავისი როლი, მნიშვნელობა და ამას ვერავინ ვერ უარყოფს

“საერთაშორისო არენაზე, საქართველოს აქვს თავისი როლი, თავისი ფუნქცია, თავისი მნიშვნელობა და ამ მნიშვნელობას, ფუნქციას და როლს ვერავინ ვერ უარყოფს”,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად მცდელობებისა, საქართველოს იზოლაცია შეუძლებელია.

„იზოლაცია ეს არის ის მიზანი, რომელიც ამოძრავებდა ოპოზიციას საქართველოსთან მიმართებით. ის ჩავარდნილი გეგმა, რომელიც არ გამოუვიდათ და აპელირებენ, ყოველ შემთხვევაში ცდილობენ, რომ ასე დახატონ, რომ თითქოს რაღაცას მიაღწიეს და ამ გეგმის ნაწილი სხვათა შორის ბევრი პოლიტიკოსის საქციელიც იყო სხვადასხვა ქვეყნებიდან და სხვადასხვა მოთამაშეების საერთაშორისო არენაზე.

საერთაშორისო არენაზე, მიუხედავად ამ მცდელობებისა, ის უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს აქვს თავისი როლი, თავისი ფუნქცია, თავისი მნიშვნელობა და ამ მნიშვნელობას, ფუნქციას და როლს ვერავინ ვერ უარყოფს. ადრე თუ გვიან ყველას მოუწევს იმ გეგმაზე უარის თქმა, რომელიც გეგმაც ოპოზიციის მონაწილეობით დაიწერა საქართველოსთან მიმართებით და გარკვეულწილად მოიცავდა კიდეც იზოლაციის მცდელობებს. თუმცა იზოლაცია ვისგან, საიდან ეს არის წარმოუდგენელი რამ და ნამდვილად, მათ ჩვენდა სასიხარულოდ და მათ და სამწუხაროდ განუხორციელებელი მიზანი, რომელიც დარჩება აი ასე ოპოზიციისთვის.

საქართველოს აქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები სხვადასხვა პარტნიორებთან უფრო ფართო რეგიონში და ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს „შუა დერეფანში“ არის საერთაშორისოდ აღიარებული. ამაზე საუბრობს ყველა, ამას ვერ უარყოფს ვერავინ, რომ საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილე „შუა დერეფნის“ და „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში საქართველომ უნდა თქვას თავისი სიტყვა და შეასრულოს ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა ყველა კარგად აცნობიერებს, რომ ამ ყველაფერს ვერავინ ვერ გააკეთებს თუ არ იქნება დიალოგი თუ არ იქნება საუბარი და საქმეზე ორიენტირებული საუბარი ჩვენს პარტნიორებთან და რა თქმა უნდა, ერთგვარად ღიმილის მომგვრელია, როდესაც ვთქვათ ევროკავშირი საუბრობ ცენტრალურ აზიაში დაკავშირებაზე და ერთგვარად არ არის საქართველოს ხსენება. ესეც რაღაცნაირად მიანიშნებს იმაზე, რამდენად სერიოზულად მიმდინარეობს ფიქრი ამ თემაზე ვთქვათ ევროკავშირის მხრიდან. ან ამ გეგმის განხორციელება რამდენად სერიოზულია ბრიუსელის დღევანდელი ადმინისტრაციის პირობებში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები