ერთი დღის შემდეგ, რაც უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა, კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთის არმია მიზნად მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ისახავს,- ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
„ჩვენი არმია ურტყამს მხოლოდ სამხედრო სამიზნეებს“, – თქვა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდასხმა მიზნად ისახავდა უმაღლესი სამხედრო ოფიცრების შეკრებას და ქალაქის ცენტრში სამხედრო შეხვედრების გამართვის გამო, კიევი სამოქალაქო პირების ფარად გამოყენებაში დაადანაშაულა.