პაპუაშვილი – მიხაილ გალუზინის განცხადებაზე: საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენას მხოლოდ ერთი ბარიერი უდგას წინ, ეს არის რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია
”ძალიან კარგად არის ცნობილი ყველასთვის, თუ რა არის ის ბარიერი, რომელიც ხელს უშლის საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობებს აღდგენას. ამ ბარიერის მოხსნის ინსტრუმენტი რუსეთის ხელშია ამიტომ ჩვენი ველით ზუსტად ამას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხაილ გალუზინის განცხადებას შეეხებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვი მზადაა, თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს.
“საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენას მხოლოდ ერთი ბარიერი უდგას წინ, ეს არის რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს შეუძლია ძალიან მარტივად ეს ბარიერი მოხსნას. როგორც კი ბარიერის მოხსნის ნაბიჯებს დავინახავთ, რა თქმა უნდა ამ ურთიერთობების აღდგენა იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.