პაპუაშვილი – ჟურნალისტს: როგორ შეიძლება, იზოლაციაში იყოს მოქცეული ქვეყანა და, ამავე დროს, ეკონომიკური განვითარებით კონტინენტზე იყოს პირველ ადგილზე?

“როგორ შეიძლება, იზოლაციაში იყოს მოქცეული ქვეყანა და ამავე დროს ეკონომიკური განვითარებით იყოს პირველ ადგილზე მთლიანად კონტინენტზე; როგორ შეიძლება იზოლაციაში მყოფ ქვეყანას ჰქონდეს მოწინავე პოზიციები ეკონომიკური და სხვადასხვა განვითარების მხრივ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ ქვეყანა იზოლაციაშია მოქცეული.

„სხვადასხვა ფორუმში  ინტენსიურად ვთანამშრომლობთ მათთან, ვისაც უნდა საქართველოსთან მეგობრობა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ არიან ქვეყნები, რომელთაც აქვთ მტრული დამოკიდებულება ქართველი ხალხის მისწრაფებების მიმართ. რა თქმა უნდა, ისინი თავიანთ თავს თავად იქცევენ იზოლაციაში ქართველი ხალხისაგან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები