რუბიო-სუმის დაბომბვაზე: ეს არის შეხსენება იმისა, თუ რატომ ცდილობს ტრამპი ომის დასრულებას
რუსეთის თავდასხმას სუმიზე, რომლის დროსაც დაიღუპა, სულ მცირე 34 ადამიანი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო გამოეხმაურა. მისი თქმით, მომხდარი არის შეხსენება იმისა, თუ რატომ ხარჯავს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დროსა და ძალისხმევას ომის დასასრულებლად.
რუბიო მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„აშშ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას სუმიზე რუსეთის საშინელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა მიმართ.
ეს არის ტრაგიკული შეხსენება იმისა, თუ რატომ დახარჯა პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ამდენი დრო და ძალისხმევა ამ ომის დასასრულებლად და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად“,- წერს რუბიო.
ასევე, უკრაინაში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა თქვა, რომ 13 აპრილს სუმის სამოქალაქო ობიექტებზე რუსეთის თავდასხმამ “გადალახა ყველანაირი ზღვარი და სწორედ ამიტომ სურს დონალდ ტრამპს ომის შეჩერება”.