“შეცდომა დავუშვი, რომ გახარიასთან შეთანხმება შეთანხმებად მივიღე და მომავალში აღარ დავუშვებ” – თამარ ჩერგოლეიშვილი
“შეცდომა დავუშვი, რომ გახარიასთან შეთანხმება, შეთანხმებად მივიღე და მომავალში აღარ დავუშვებ”, – ამის შესახებ პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
აღნიშნულით ის პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომ დროებით საგამოძიებო კომისიაზე მივა.
“გარდა იმისა, რომ პრინციპულად არასწორია პარლამენტს არალეგიტიმურს უწოდებდე და ამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ლეგიტიმაციას აძლევდე.
ჩემთვის მთავარი პრობლემა ისაა, რომ შეთანხმება დაირღვა.
როგორც ჩანს, როცა შევთანხმდით, გახარიას წარმომადგენელი ვერ ხვდებოდა ბიძინას ამოცანას, რომ საგამოძიებო კომისიით ყველა ერთ ქვაბში უნდა ჩაეყარა, არ იფიქრა რომ გახარიასაც დაუძახებენ და ამიტომ დათანხმდა.
შეცდომა დავუშვი, რომ გახარიასთან შეთანხმება შეთანხმებად მივიღე და მომავალში აღარ დავუშვებ”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.