“გიორგი გახარიას ხალხის თვალწინ აქვს პასუხები გასაცემი, ფაქტია, ის თავს არიდებს ყველა მოსალოდნელ კითხვას” – შარმანაშვილი

“გახარიას ხალხის თვალწინ აქვს პასუხები გასაცემი. თუ არ მოვა, ეს იქნება, კითხვებზე პასუხებისთვის თავის არიდება”, – ამის შესახებ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სხდომაზე გახარიას მისვლის დროს, საუბარი მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდზე იქნება.

“კონკრეტულ კითხვებს არ ვიტყვი, კარგი იქნება, ეს კითხვები საჯაროდ, პირდაპირ ეთერში დაისვას, მაგრამ ფაქტია, გიორგი გახარია თავს არიდებს ყველა მოსალოდნელ კითხვას. ბრიფინგის გამართვა ურჩევნია, სადაც თავის ინტერპრეტაციებს წარმოადგენს და არავინ შეეკამათება. მისთვის ეს უფრო კომფორტულია. გახარიას ხალხის თვალწინ აქვს პასუხები გასაცემი. თუ არ მოვა, ეს იქნება კითხვებზე პასუხებისთვის თავის არიდება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები