“გახარია დადგა ჩვეული დილემის წინაშე, მოვა კომისიაზე „ვაია“, არ მოვა კომისიაზე, „ვუია“ – მას არც თვალების პაჭუნი და არც სხეულის ენა უშველის” – მაჭარაშვილი

“გახარია დადგა ჩვეული დილემის წინაშე, მოვა კომისიაზე „ვაია“, არ მოვა კომისიაზე – „ვუია“. მას არც თვალების პაჭუნი და არც სხეულის ენა უშველის”, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც კომისიის სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას მისვლის საკითხს გამოეხმაურა.

„გახარია დადგა ჩვეული დილემის წინაშე, მოვა კომისიაზე „ვაია“, არ მოვა კომისიაზე – „ვუია“. მოვა – ხალხი კიდევ ერთხელ ნახავს თუ რა დანაშაულები აქვს ჩადენილი არამარტო ქვეყნის, არამედ გუნდის წინაშეც. ამას კიდევ ერთხელ დაინახავს საჯაროდ საზოგადოება. არ უშველის მას არც თვალების პაჭუნი და არც სხეულის ენა. იქ რეალურად, საზოგადოება დაინახავს იმას, რასაც ჩვენ გახარიაზე ვამბობდით. თუ არ მოვა, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა და ვეღარ ისაუბრებს იმასთან დაკავშირებით, რომ პასუხისმგებლობას გაექცევა. შესაბამისად, ამას არც ბრიფინგის ჩანიშვნა უშველის ახლა და არც მისი ძველი ტრიუკები, რომლებიც ძალიან მოძველდა”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი გახარია პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე დღეს არის დაბარებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები