რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარი გაჩნდა

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის სამზარეულოში ცეცხლი გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველების ორი ეკიპაჟი.

მაშველებმა ხანძრის დროს სახლში მყოფი ერთი პირი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები