პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან, ალენ ბერსეს შეხვდა

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა,”- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობას.

მხარეებმა განიხილეს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები