გიორგი გამსახურდია რადიკალებზე: უმცირესობის უმცირესობაში არიან, ბედავენ 9 აპრილის მემორიალთან მისული ხალხის ბულინგს, საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობას და კომისიის ხელმძღვანელთან სახლში მივარდნას – წარმოგიდგენიათ მცირედი წარმატების შემთხვევაში რას იკადრებენ? სასწრაფოდ უნდა გაეცეთ ამ შთამომავლობით მავნებლებს ჯეროვანი პასუხი

“ახლა როდესაც ხელისუფლებაში არ არიან და არიან უმცირესობის უმცირესობაში, ბედავენ 9 აპრილის მემორიალთან მისული ხალხის ბულინგს, საგამოძიებო კომისიაში
გამოუცხადებლობას და კომისიის ხელმძღვანელთან სახლში მივარდნას,” – ამის შესახებ გიორგი გამსახურდია რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებზე სოციალურ ქსელში წერს, რომლებიც პარლამენტის ვიცე-სპიკერის, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანის სახლთან იმყოფებოდნენ.

გიორგი გამსახურდიას თქმით, რადიკალებს სასწრაფოდ უნდა გაეცეთ ჯეროვანი პასუხი კანონის სრული დაცვით და სახელმწიფომ ისინი დროზე უნდა მოთოკოს.

“ახლა როდესაც ხელისუფლებაში არ არიან და არიან უმცირესობის უმცირესობაში, ბედავენ 9 აპრილის მემორიალთან მისული ხალხის ბულინგს, საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობას და კომისიის ხელმძღვანელთან სახლში მივარდნას. თქვენ წარმოგიდგენიათ ესენი რეებს კადრულობდნენ, ხელისუფლებაში რომ ეყარნენ და მცირედი წარმატების შემთხვევაში (რაც წარმოუდგენელი ზღაპარია) რას იკადრებენ? სასწრაფოდ უნდა გაეცეთ ამ შთამომავლობით მავნებლებს და აგენტურას ჯეროვანი პასუხი, კანონის სრული დაცვით. ასეთი ყველაფრის მკადრებლები, რომ ვიყოთ, ჩვენც კარგად ვიცით ამათი მისამართები… დროზე ამათი მოთოკვა!” – წერს გამსახურდია Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები