პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული, ონისე ცხადაძის, პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ონისემ საკანში ჯერ ტელევიზორი იყიდა, შემდეგ საკაბელო შეიყვანა და ახლა ცდილობს „ფლეისთეიშენი“ შეიტანოს.
წილოსანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს პატიმრები ციხიდან ცოცხლები ვერ გამოდიოდნენ, ახლა კი ადამიანის უფლებების დაცვა ისეთ დონეზეა აყვანილი, რომ საპატიმროში ყოფნას ამგვარად აღწერენ.
„სახელმწიფოს გადატრიალებაზე უწყინარი ჯარიმით რომ ისჯებიან, იმის გაგრძელებაა. მათ დროს ციხიდან ცოცხლები ვერ გამოდიოდნენ…
ახლა კი ადამიანის უფლებების დაცვა ისეთ დონეზე ავიყვანეთ, საპატიმროში ყოფნას ასე აღწერენ“, – წერს ნინო წილოსანი.