დავით ჩიხელიძე: აფრასიძეებთან დაკავშირებით, სახელმწიფომ არა დაკავების სპეცოპერაცია, არამედ სადამსჯელო ღონისძიება განახორციელა, რომლის მთავარი ფიგურანტები მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ, სწორედ სააკაშვილი-ბარამიძის ავადმყოფურ გონებაში დაიბადა დასჯის ოპერაცია, რომელიც სხვისთვის ჭკუის სასწავლებელი უნდა ყოფილიყო
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთ დაზარალებულ ოჯახს მოუსმინეს. აფრასიძეების ტრაგედია ცდება ერთი ოჯახის ტრაგედიას, რეჟიმის წარმომადგენლებმა, არა კონკრეტული ოჯახი, არამედ მთელი სოფელი ააოხრეს, აფრასიძეებთან დაკავშირებით, სახელმწიფომ არა დაკავების სპეცოპერაცია, არამედ სადამსჯელო ღონისძიება განახორციელა, რომლის მთავარი ფიგურანტები მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ, სწორედ სააკაშვილი ბარამიძის ავადმყოფურ გონებაში დაიბადა დასჯის ოპერაცია, რომელიც სხვისთვის ჭკუის სასწავლებელი უნდა ყოფილიყო – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, რეჟიმის დასჯასთან დაკავშირებით კითხვაც აღარ არსებობს. ნათელია, საქართველოში სააკაშვილის მეთაურობით, კრიმინალთა ბანდა მოქმედებდა, რომელმაც სახელად ხელისუფლება დაირქვა და საკუთარ მიზნად, არა მოსახლეობის კეთილდღეობა, არამედ განადგურება დაისახა.
„ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთ დაზარალებულ ოჯახს მოუსმინეს. აფრასიძეების ტრაგედია ცდება ერთი ოჯახის ტრაგედიას, რეჟიმის წარმომადგენლებმა, არა კონკრეტული ოჯახი, არამედ მთელი სოფელი ააოხრეს, აფრასიძეებთან დაკავშირებით, სახელმწიფომ არა დაკავების სპეცოპერაცია, არამედ სადამსჯელო ღონისძიება განახორციელა, რომლის მთავარი ფიგურანტები მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ, სწორედ სააკაშვილი ბარამიძის ავადმყოფურ გონებაში დაიბადა დასჯის ოპერაცია, რომელიც სხვისთვის ჭკუის სასწავლებელი უნდა ყოფილიყო. პიარით შეპყრობილმა რეჟიმმა საკუთარი ბოროტი სახე აჩვენა და ადამიანები დახვრიტა, დიახ ხელბორკილ დადებული, დაპატიმრებული ადამიანები დახვრიტა, რაც დიქტატორული რეჟიმების ხელწერაა. ამით არ დაკმაყოფილდნენ და ადამიანს სხეულის ნაწილები მოაჭრეს. ეს ყველაფერი კი მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ ხდებოდა. რეჟიმის დასჯასთან დაკავშირებით კითხვაც აღარ არსებობს. ნათელია, საქართველოში სააკაშვილის მეთაურობით, კრიმინალთა ბანდა მოქმედებდა, რომელმაც სახელად ხელისუფლება დაირქვა და საკუთარ მიზნად, არა მოსახლეობის კეთილდღეობა, არამედ განადგურება დაისახა.“ – წერს ჩიხელიძე.