კიევი წიაღისეულის ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად აშშ-ში დელეგაციას გაგზავნის

მომავალ კვირას უკრაინა ვაშინგტონში, უკრაინის წიაღისეულის ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად დელეგაციას გააგზავნის,- ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ განაცხადა.

“შეთანხმების ახალი პროექტი აჩვენებს, რომ აშშ-ს მხრიდან ინვესტიციების ფონდის შექმნის ან ერთობლივი ინვესტირების განზრახვა კვლავ რჩება” – აღნიშნა სვირიდენკომ.

კიევის დელეგაციაში ეკონომიკის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები იქნებიან.

როგორც უცხოური მედია წერს, წიაღისეულის გარიგებაზე ხანგრძლივმა მოლაპარაკებებმა ურთიერთობები კიევსა და ვაშინგტონს შორის უკვე დაძაბა. ორივე მხარე თებერვალში ემზადებოდა შეთანხმების ხელმოწერისთვის, მაგრამ გეგმა ოვალურ კაბინეტში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სადავო შეხვედრის შემდეგ ჩაიშალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები