სამხრეთ კორეაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 3 ივნისს გაიმართება
სამხრეთ კორეაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 3 ივნისს გაიმართება,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც გამოცემები იტყობინებიან, არჩევნების თარიღი სამშაბათს დაგეგმილ მინისტრთა სხდომაზე დადასტურდება. დადასტურების შემთხვევაში კანდიდატებს მოეთხოვებათ რეგისტრაცია 11 მაისამდე გაიარონ. ოფიციალური კამპანიის პერიოდი 12 მაისს დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი იუნ სუკ-იოლი პარასკევს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მისი იმპიჩმენტის შუამდგომლობა ეროვნული ასამბლეის მიერ დაკმაყოფილდა.
იუნის წინააღმდეგ იმპიჩმენტის შუამდგომლობა პარლამენტმა მიიღო 2024 წლის 14 დეკემბერს და მას ბრალი წაუყენეს 26 იანვარს, როგორც აჯანყებაში ეჭვმიტანილ მეთაურს.
კანონის თანახმად, მოქმედი პრეზიდენტი ვალდებულია დანიშნოს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი 10 დღეში და ვადამდელი არჩევნები ჩაატაროს პრეზიდენტის გადაყენებიდან 60 დღეში.