რუსების იერიშის შედეგად კრივოი როგში დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

5 აპრილს, რუსების მიერ უკრაინის ქალაქ კრივოი როგზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, 20-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 ბავშვია.

ამასთან, ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 75 ადამიანი.

რუსებმა კრივოი როგზე იერიში Iskander-M-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, თავდასხმა საცხოვრებელ რაიონზე განხორციელდა. ერთ-ერთი რაკეტის დაცემის ადგილის სიახლოვეს საბავშვო მოედანი მდებარეობდა.

“ერთადერთი მიზეზი, რატომაც ეს გრძელდება: რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა არ სურს და ჩვენ ამას ვხედავთ”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ქალაქში რამდენიმედღიანი გლოვაა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები