კახა კახიშვილი: გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა, ლამის დეპრესიაში ჩავვარდი

კახა კახიშვილი სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი მღებრიშვილმა ოფიციალურად წარადგინა. მღებრიშვილის უწყებაში ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
ჟურნალისტებთან კომენტარი თავად კახიშვილმაც გააკეთა. როგორც სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე აცხადებს, მას აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდა.

„მე ძალიან გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, ლამის დეპრესიაშიც ჩავვარდი“, – განაცხადა კახიშვილმა და მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
მისივე თქმით, სასჯელაღსრულების სისტემა ყველაზე მძიმე სისტემაა და ბევრ რეფორმას საჭიროებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები