წყნეთის გზატკეცილზე, რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების გამო, 2 აპრილის 00:00 საათიდან, ერთი თვის განმავლობაში, რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალი ნაწილის ერთ ზოლში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში, რევერსულად.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები