უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ არ მივიღებთ რუსეთის მოთხოვნებს, რომლებიც უკრაინას დაუცველს დატოვებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ თქვა, რომ უკრაინა დაჟინებით მოითხოვს უსაფრთხოების მტკიცე და გრძელვადიან გარანტიებს და არ მიიღებს რაიმე მოთხოვნას, რომელიც მას სუსტსა და დაუცველს დატოვებს.

სიბიგა სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ რუსეთის მოთხოვნები და ულტიმატუმები, მრავალი წლის განმავლობაში უცვლელი რჩება.

კერძოდ, მისივე თქმით, რუსეთს სურს შეზღუდოს უკრაინის არმია, თავდაცვის შესაძლებლობები, პარტნიორების სამხედრო დახმარება და დაბლოკოს უკრაინის ნატო-ში შესვლა.

“ყველა ამ მოთხოვნას ერთი რამ აქვს საერთო: მოსკოვს სურს სუსტი, დაუცველი უკრაინა. ეს არ ეხება ნატო-ს ან უსაფრთხოების მოსაზრებებს. ეს ეხება რუსეთის უნარს, გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფო მოგვიანებით, დაიკავოს მისი ტერიტორიები, ჩაიგდოს მისი მინერალური რესურსები და გამოიყენოს მისი ადამიანური და სხვა პოტენციალი შემდგომი აგრესიისთვის.

ჩვენ ვხედავთ რუსეთის ამ სტრატეგიას და არასოდეს მივიღებთ იმას, რაც უკრაინას სუსტს ან დაუცველს ხდის. პირიქით, ჭეშმარიტი და სამართლიანი მშვიდობა მოითხოვს ძლიერ და გრძელვადიან უსაფრთხოების გარანტიებს მის შესანარჩუნებლად”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები