ნინო ფოჩხუა – „მეგობარი აქტზე“: „უმადურობის აქტს“ გრძელი გზა აქვს გასავლელი, სანამ კანონის სახეს მიიღებს, ამ ყველაფერს მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება – ადვილი მისახვედრია, რომ ეს არის 31 მარტის აქციისთვის მუხტის აწევა
„დიფ სთეითის“ ნარჩენები აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის მტრობას, ვერ ინელებენ ამხელა მხარდაჭერის და ამხელა ფულის ფასად ძვრა რომ ვერ უყვეს ვერც ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და ვერც ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას, – ასე აფასებს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღებას.
ის მიიჩნევს, რომ „მეგობარი აქტს“, რომელსაც „უმადურობის აქტს“ უწოდებს, გრძელი გზა აქვს გასავლელი, სანამ კანონის სახეს მიიღებს, შესაბამისად, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი 31 მარტის აქციისთვის მუხტის ასაწევად არის გამიზნული.
„დიფ სთეითის“ ნარჩენები აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის მტრობას, ვერ ინელებენ ამხელა მხარდაჭერის და ამხელა ფულის ფასად ძვრა რომ ვერ უყვეს ვერც ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და ვერც ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას. აი დღესაც გაუგებარმა კანონპროექტმა, დაახლოებით ათ კანონპროექტთან ერთად დახურულ ფორმატში გაიარა საგარეო კომიტეტი. ამ „უმადურობის აქტს“ გრძელი გზა აქვს გასავლელი სანამ კანონის სახეს მიიღებს, წარმომადგენლობითი პალატის პლენარული, სენატი და ბოლოს ტრამპის ხელმოწერა, ამ ყველაფერს კი მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება. ადვილი მისახვედრია, რომ ეს არის 31 მარტის აქციისთვის მუხტის აწევა, მაგრამ რამდენჯერ უნდა ვნახოთ მსგავსი სურათი, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ასე იქნება ახლაც“, – წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.