ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის დრო არ არის.
სტარმერი შეხვდა ე.წ. „მსურველთა კოალიციაში“ ჩართული ქვეყნების ლიდერებს, რათა განეხილათ კიევის პოზიციის გაძლიერება და რა როლი შეიძლება შეასრულოს კოალიციამ, თუ სამშვიდობო შეთანხმება დაიდება რუსეთთან.
”აბსოლუტური სიცხადე იყო, რომ რუსეთი ცდილობს სამშვიდობო შეთანხმების გადადებას, თამაშობს თამაშებს.
ახლა არ არის სანქციების მოხსნის დრო. პირიქით, ჩვენ განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია, გავაძლიეროთ სანქციები, რათა მხარი დავუჭიროთ აშშ-ის ინიციატივას, რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან მოსაყვანად ამ ქვეყნების ჯგუფის მხრიდან შემდგომი ზეწოლის გზით“, – განაცხადა კირ სტარმერმა.
მან ასევე თქვა, რომ ჯგუფმა განიხილა სამხედრო და ოპერატიული გეგმები “მსურველთა კოალიციისთვის”.