თამთა მეგრელიშვილი: ლაშა ქოიავამ თქვა, რომ საკუთარი პიარისთვის მიხეილ სააკაშვილმა გასწირა ქართული ჯარი და იქ მცხოვრები მოსახლეობა; თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი რამ გამოიკვეთება და ფაქტებით დადასტურდება, სააკაშვილის მიერ როგორ გაიყიდა 2008 წლის ომი
“საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მეექვსე სხდომაზე რასაც ლაშა ქოიავასგან ვისმენთ, არის მძიმე და შესაფასებლად მოღალატეობრივიც კი, რადგან ლაშა ქოიავამ ამხილა მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საბრძოლო მოქმედება 7-8 საათის დაგვიანებით მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ დროშები და ტრიბუნა მიეტანათ მისთვის”, – წერს „ხალხის ძალის წევრი, თამთა მეგრელიშვილი.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ლაშა ქოიავამ თქვა, რომ საკუთარი პიარისთვის მიხეილ სააკაშვილმა გაწირა ქართული ჯარი და იქ მცხოვრები მოსახლეობა. მისივე თქმით, თითქმის დარწმუნებულია, რომ კიდევ ბევრი რამ გამოიკვეთება და ფაქტებით დადასტურდება, მიხეილ სააკაშვილის მიერ ომამდე როგორ გაიყიდა 2008 წლის ომი.
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მეექვსე სხდომაზე მოწვეულმა ლაშა ქოიავამ რომელიც 2008 წელს სახმელეთო ჯარების ცალკეული სამედიცინო ბატალიონის (საველე ჰოსპიტალი) უფროსი გახლდათ, განაცხადა საბრძოლო მოქმედებების დაწყების მომენტი 8 აგვისტოს დილის 6 საათი ვერ შედგა რადგან მოვიდა მითითებები ჟურნალისტებს დავლოდებოდითო.
ბოლოს ჩამოვიდა სატვირთო მანქანა ტრიბუნით, დროშებით და საბრძოლო მოქმედება დაიწყო 7-8 საათის დაგვიანებითო.
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მეექვსე სხდომაზე რასაც ლაშა ქოიავასგან ვისმენთ არის მძიმე და შესაფასებლად მოღალატეობრივიც კი, რადგან ლაშა ქოიავამ ამხილა მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საბრძოლო მოქმედება 7-8 საათის დაგვიანებით მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ დროშები და ტრიბუნა მიეტანათ მისთვის.
ლაშა ქოიავამ თქვა, რომ საკუთარი პიარისთვის მიხეილ სააკაშვილმა გაწირა ქართული ჯარი და იქ მცხოვრები მოსახლეობა.
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ 2008 წლის ომის თემაზე კიდევ ბევრი რამ გამოიკვეთება და ფაქტებით დადასტურდება მიხეილ სააკაშვილის მიერ ომამდე როგორ გაიყიდა 2008 წლის ომი“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.