აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, „ვიღაცამ დიდი შეცდომა დაუშვა“, როდესაც The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსნებთან ჯგუფურ ჩატში დაამატა, სადაც იემენში „ჰუტისებზე“ თავდასხმის გეგმას განიხილავდნენ.
რუბიოს თქმით, აღნიშნული ჩატი კოორდინაციის მიზნით იყო შექმნილი და იქ სამხედრო გეგმები არ განიხილებოდა.
„აშკარაა, რომ ვიღაცამ დიდი შეცდომა დაუშვა და ჟურნალისტი დაამატა. არაფერი მაქვს პირადად ჟურნალისტების საწინააღმდეგო, მაგრამ თქვენ იქ არ უნდა იყოთ. იქ არ იყო სადაზვერვო ინფორმაცია. და მესმის, როდესაც ეს ამბავი პირველად გავრცელდა, გარკვეულწილად მიანიშნებდნენ, რომ იქ საომარი რუკები იყო, მაგრამ საომარი გეგმები საერთოდ არ იყო. როგორ მოხვდა ჟურნალისტი იქ? რატომ იყო ეს შესაფერისი? მიმაჩნია, რომ იქნება რეფორმები და ცვლილებები, რათა ეს აღარასოდეს გამეორდეს. ეს შეუძლებელია“, – აღნიშნა რუბიომ.