ნეთანიაჰუ: დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება, ბიუროკრატების მმართველობა კი საფრთხეშია

ისრაელი იყო და დარჩება დემოკრატიად, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქნესეტში ოპოზიციონერ დეპუტატებს განუცხადა.

ნეთანიაჰუმ გააპროტესტა „ბულინგი“, „წახალისება“ და „არჩეული თანამდებობის პირების მიმართ ძალადობა“, რომლებიც მისი თქმით, ოპოზიციის წევრების მხრიდან ხორციელდება.

„დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება, ბიუროკრატების მმართველობას საფრთხე ემუქრება. „დიფ სთეითს“ საფრთხე ემუქრება“, – განაცხადა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

ამასთან, მან „მოხელეთა მცირე ჯგუფი“ გააკრიტიკა, რომლებიც, მისი თქმით, არჩეული მთავრობის წინააღმდეგ მუშაობენ.

„თქვენთვის ყველაზე დიდი საფრთხე დემოკრატიისთვის არის დემოკრატია. თქვენთვის ბიუროკრატები იღებენ გადაწყვეტილებას. დემოკრატია პირველ რიგში ხალხის მმართველობაა“, – მიმართა ნეთანიაჰუმ ოპოზიციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები