“დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ აგვისტოს ომი “ნაცმოძრაობის” და დიდწილად მიხეილ სააკაშვილის უგუნური, მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგი იყო” – ჩიხელიძე
“საქართველოს მოქალაქისთვის აგვისტოს ომის თემა განსაკუთრებით სენსიტიური და მნიშვნელოვანია, დღეს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში სწორედ აგვისტოს ომის შესახებ იყო საუბარი, საუბარი შეეხებოდა, როგორც უშუალოდ 2008 წელს და ომის პერიოდში შექმნილ მდგომარეობას, ასევე ომამდელ პერიოდს (2004-2008 წლები) “, – ამის შესახებ, ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, “დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ აგვისტოს ომი “ნაციონალური მოძრაობის” და დიდწილად მიხეილ სააკაშვილის უგუნური, მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგი იყო”.
“შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან არიდება? დიახ შეიძლებოდა! სააკაშვილმა დეესკალაციის ნაცვლად, ყველაფერი გააკეთა, რომ სიტუაციის ესკალაცია მოეხდინა, მან ვერ გათვალა საქართველოს და რუსეთის სამხედრო პოტენციალი! მიზანმიმართული ქმედებით საქართველო ომამდე მიიყვანა, რისი შედეგიც ათობით ათასი ახალი დევნილი, ასობით დაღუპული და დაკარგული ადამიანი, ასობით დაკარგული დასახლებული პუნქტი და ა.შ. იყო.
საგამოძიებო კომისიის სხდომიდან გავიგეთ, რომ მიუხედავად ომის საფრთხისა, ქართულ მხარეს ევაკუაციის გეგმა არ გააჩნდა! სამწუხაროდ ქართულმა სახელმწიფოს საკუთარი მოსახლეობა სიკვდილისთვის გაწირა! მესმის ეს რთული სათქმელია/მოსასმენია, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, სახელმწიფომ იმისთვის, რომ ნაკლები მსხვერპლი ყოფილო და ადამიანები დაეცვა არაფერი გააკეთა! ასევე გავიგეთ, რომ კოდორის დატოვების ბრძანება ვანო მერაბიშვილმა გასცა! რაც ცალკე გამოძიების საგანი უნდა გახდეს! ოქრუაშვილის განცხადების შემდეგ კი ომი ლამის ერთი წლით ადრე დაიწყო! მრჩება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფოს სათავეში ურჩი ბავშვები იყვნენ, რომელთაც „უფროსმა ძმამ“ ხელში ანთებული ასანთი მისცა, მათ კი ცეცხლი გააჩინეს და სახლი გადაწვეს (ამ შემთხვევაში სახელმწიფო).
დღეს გაკეთებული განცხადებებით და წარსული ამბების ანალიზით მკაფიოდ იკვეთება, რომ ნაციონალური მოძრაობის სახით, სახელმწიფოს სათავეში, ანტისახელმწიფოებრივი ძალა იყო, რომელთა გულგრილობას საქართველოს ომში ჩართვა და ოკუპაცია მოჰყვა!”, – წერს ანალიტიკოსი.