თამთა მეგრელიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეს: მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ “მეგობრებო” კანონის წინაშე! თქვენ იმ გემის გემბანზე დგახართ რომელიც აუცილებლად ჩაიძირება და ჩაყოლას ამჯობინებთ?!

მამუკა ხაზარაძემ უარი განაცხადა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოსულიყო და მისთვის დასმულ კითხვებზე პასუხი გაეცა. ბადრი ჯაფარიძე, რომელსაც დრო დღის 16:00 საათამდე მიეცა ფიქრის რეჟიმშია – მივიდეს?! არ მივიდეს?! – ამის შესახებ,  „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ხაზარაძე-ჯაფარიძეს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ კანონის წინაშე. იმ გემის გემბანზე დგანან, რომელიც აუცილებლად ჩაიძირება. სამართალი მოდის.

„მამუკა ხაზარაძემ უარი განაცხადა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოსულიყო და მისთვის დასმულ კითხვებზე პასუხი გაეცა.
ბადრი ჯაფარიძე, რომელსაც დრო დღის 16:00 საათამდე მიეცა ფიქრის რეჟიმშია – მივიდეს?! არ მივიდეს?!
ამიტომ მათ და სხვა პირების საყურადღებოდ ვწერ: საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ “მეგობრებო” კანონის წინაშე! თქვენ იმ გემის გემბანზე დგახართ რომელიც აუცილებლად ჩაიძირება და ჩაყოლას ამჯობინებთ?! სამართალი მოდის! – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები