შალვა პაპუაშვილი: ძნელი წარმოსადგენი არაა, რა განწყობა ექნებოდა საფრანგეთის ევროპის საკითხთა მინისტრს, საქართველოს საელჩო ისეთ ხალხს რომ აფინანსებდეს, რომლებიც ამგვარი ლექსიკით მოიხსენიებენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს

“ძნელი წარმოსადგენი არაა, რა განწყობა ექნებოდა საფრანგეთის ევროპის საკითხთა მინისტრს, საქართველოს საელჩო ისეთ ხალხს, რომ აფინანსებდეს და მხარს უჭერდეს, რომლებიც ამგვარი ლექსიკით მოიხსენიებენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს”, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. ის საფრანგეთის ევროპის საკითხთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის აცხადებს რომ ხალხს უჭერს მხარს.

მისი თქმით, საქართველოს საელჩო დაგმობდა და გაემიჯნებოდა ამგვარ რადიკალიზმს.

“საფრანგეთის ევროპის საკითხთა მინისტრის გუშინდელ განცხადებაზე გამახსენდა, ხალხს ვუჭერთ მხარსო. ძნელი წარმოსადგენი არაა, რა განწყობა ექნებოდა საფრანგეთის ევროპის საკითხთა მინისტრს, საფრანგეთში საქართველოს საელჩო ისეთ ხალხს რომ აფინანსებდეს და მხარს უჭერდეს, რომლებიც ამგვარი ლექსიკით მოიხსენიებენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. ალბათ, მინიმუმ, მოლოდინი ექნებოდა, რომ საქართველოს საელჩო დაგმობდა და გაემიჯნებოდა ამგვარ რადიკალიზმს. ვნახოთ, როგორ მოიქცევა საფრანგეთის ელჩი. ევროპულობა ხომ საქმეში გამოიხატება და არა მხოლოდ განცხადებებში”, – წერს შალვა პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები