თურქეთში, საპროტესტო აქციების გაშუქებისას, 9 ჟურნალისტი დააკავეს

თურქეთის ქალაქებში, საპროტესტო აქციების გაშუქებისას 9 ჟურნალისტი დააკავეს,- ინფორმაციას თურქეთის ჟურნალისტთა კავშირი ავრცელებს.

“ჟურნალისტები რამდენიმე ქალაქში სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაპატიმრების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ”,- წერს “როიტერი”.

პარტიის ლიდერმა, ოზგურ ოზელმა განაცხადა, რომ ისინი საპროტესტო აქციებს იმამოღლუს გათავისუფლებამდე გააგრძელებენ.

გამოცემის ცნობით, ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, თურქეთში პროტესტის ეს ტალღა ყველაზე დიდია.

“თურქეთის სასამართლომ კვირას დააპატიმრა სტამბოლის მერი, იმამოღლუ , პრეზიდენტ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური კონკურენტი. იგი სასამართლო პროცესს კორუფციის ბრალდებით ელოდება. მომხდარმა გამოიწვია ქვეყანაში ყველაზე დიდი პროტესტი ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში.

ბევრ ქალაქში, ქუჩებში შეკრების აკრძალვის მიუხედავად, კვირას ზედიზედ მეხუთედ გაიმართა ძირითადად მშვიდობიანი ანტისამთავრობო დემონსტრაციები”,- ნათქვამია მედიაში.

ამასთან, ხელისუფლება უარყოფს გამოძიების პოლიტიკურ მოტივაციას და აცხადებს, რომ სასამართლოები დამოუკიდებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები