დავით ჩიხელიძე: სერბეთში აქციები ჩვენი ევროკრეტინების მოწონების საგანია, რადგან საკუთარი პრიმიტიული ლოგიკით ისინი ცდილობენ პარალელი გაავლონ და თქვან, აგერ სერბეთში გამოვიდნენ ახალგაზრდები და ახალი არჩევნები დაინიშნა
“სერბეთში აქციები ჩვენი ევროკრეტინების მოწონების საგანია, რადგან საკუთარი პრიმიტიული ლოგიკით ისინი ცდილობენ პარალელი გაავლონ და თქვან, აგერ სერბეთში გამოვიდნენ ახალგაზრდები და ახალი არჩევნები დაინიშნა. შესაბამისად, დადებითად აფასებენ სერბეთის პროტესტანტებს”,- ამის შესახებ, ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
ჩიხელიძის განცხადებით, წერა-კითხვა და ცოტა გეოპოლიტიკა რომ იცოდნენ ქართველმა ევროკრეტინებმა გაიგებდნენ, რომ დემონსტრაციები ბელგრადში ნაციონალისტური ნიშნით მიდის, მთავრობას კოსოვოს მიმართ პოლიტიკის გამკაცრებას სთხოვენ და ითხოვენ მილორად დოდიკის აქტიურ მხარდაჭერას, რომელსაც დასავლეთი პუტინის მეგობრად მოიხსენიებს.
„ევროკრეტინი შეიძლება სხაპასხუპით ლაპარაკობდეს ჭკვიანური ტერმინებით, მაგრამ სინამდვილეში სრულიად მოკლებულია ინფორმაციის მოკვლევისა და ანალიზის უნარს.
ახალი მაგალითი: სერბეთში აქციები ჩვენი ევროკრეტინების მოწონების საგანია, რადგან საკუთარი პრიმიტიული ლოგიკით ისინი ცდილობენ პარალელი გაავლონ და თქვან, აგერ სერბეთში გამოვიდნენ ახალგაზრდები და ახალი არჩევნები დაინიშნა. შესაბამისად, დადებითად აფასებენ სერბეთის პროტესტანტებს.
მაგრამ წერა-კითხვა და ცოტა გეოპოლიტიკა რომ იცოდნენ, გაიგებდნენ, რომ დემონსტრაციები ბელგრადში ნაციონალისტური ნიშნით მიდის, მთავრობას კოსოვოს მიმართ პოლიტიკის გამკაცრებას სთხოვენ და ითხოვენ მილორად დოდიკის აქტიურ მხარდაჭერას,რომელსაც დასავლეთი, პუტინის მეგობრად მოიხსენიებს და ეს ასეცაა. რანაირად ჩაჯდება ეს ევროკრეტინის დოგმებში, გაუგებარია, მაგრამ რადგან რეალურად არაფერი არ იციან, არც ეგ პრობლემა აღელვებთ. სხვა საკითხია, რომ პროტესტის უკან მდგომი ძალები შეიძლება სპეციალურად აქეზებენ ასეთ მოთხოვნებს, კვალის დაფარვის მიზნით, შემდეგ კი, არეულობაში უკვე მნიშვნელობა აღარ ექნება, ვინ რა მოთხოვნით გამოვიდოდა აქციებზე. მაგრამ ეს უკვე კვანტური ფიზიკაა ევროკრეტინისთვის,“- წერს დავით ჩიხელიძე.