ლევან მგალობლიშვილის გადაწყვეტილებით ინტეგრირებულ თეატრ „აზდაკის ბაღს“ აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭება

„ლევან მგალობლიშვილის გადაწყვეტილებით ინტეგრირებულ თეატრ „აზდაკის ბაღს“ აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭება,“- ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვალერი არქანიას არტგალერეაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, „აზდაკის ბაღის“ სამხატვრო ხელმძღვანელს, რეჟისორ ბაჩო გაბრუაშვილს და დასის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ თეატრის შემოქმედებით ჯგუფს ის გადაწყვეტილება გააცნო, რომელიც ინტეგრირებული თეატრისთვის უახლოეს პერიოდში სახელმწიფო თეატრის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს.

მგალობლიშვილის თქმით, მათი ვალია ნიჭიერ ახალგაზრდებს დაეხმარონ ინტეგრაციაში.

„დღეს მე უზომოდ ბედნიერი ვარ, ვინაიდან ჩემს გუნდთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება ინტეგრირებულ თეატრს, „აზდაკის ბაღს“ მიენიჭოს აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი და ამ გადაწყვეტილებას ჩვენ აფხაზეთის მთავრობის უახლოეს სხდომაზე იურიდიულ ჩარჩოში მოვაქცევთ. ჩვენი ვალია, რომ ჩვენს ძვირფას და ნიჭიერ ახალგაზრდებს დავეხმაროთ ინტეგრაციაში.
რამდენიმე დღეში თეატრი 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ეს გადაწყვეტილება, სიმბოლურად ამ მნიშვნელოვან თარიღს დაემთხვა“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ 2015 წელს დაარსდა და მისი დასი 20-მდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები