პაატა სალია ოპოზიციის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე: ქუჩაში დარჩენილ დესტრუქციულ ძალებს, რომლებსაც რატომღაც ჯერ კიდევ ოპოზიციას ვეძახით, თავისი საკუთარი გეგმა არ აქვს

“ქუჩაში დარჩენილ დესტრუქციულ ძალებს, რომლებსაც რატომღაც ჯერ კიდევ ოპოზიციას ვეძახით, თავისი საკუთარი გეგმა არ აქვს,“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიციის უართან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ცალსახად იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ რა დავალებას მიიღებენ გარედან.

“ქუჩაში დარჩენილ დესტრუქციულ ძალებს, რომლებსაც რატომღაც ჯერ კიდევ ოპოზიციას ვეძახით, თავისი საკუთარი გეგმა არ აქვს და არც არასდროს ჰქონია. ისინი გარე აქტორების დავალების შემსრულებლებად გვევლინებიან აქ. დღევანდელ ვითარებაში სავსებით ლოგიკური იქნებოდა მათი მხრიდან ის, რასაც გვარამია ამბობს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, თუმცა არაერთხელ გვინახავს მათი შეცვლილი პოზიცია და ამ შემთხვევაშიც მათი პოზიცია ცალსახად იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ რა დავალებას მიიღებენ გარედან,”- აცხადებს პაატა სალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები