უიტკოფი: უკრაინისთვის ნატოს მე-5 მუხლის გარანტიების მიწოდება ალიანსში გაწევრიანების გარეშე – ღია საკითხია

 უკრაინა ჯერ კიდევ ვერ გაწევრიანდება ნატოში რუსეთისა და აშშ-ს პოზიციის გამო, მაგრამ ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლით მისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის საკითხი ღია რჩება, ამის შესახებ  განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა.

უიტკოფმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი იერმაკმა ფაქტობრივად აღიარეს უკრაინის ნატოში გაწევრიანების შეუძლებლობა უახლოეს მომავალში.

„ვფიქრობ, რომ ზელენსკიმ და მისმა მარჯვენა ხელმა, გარკვეულწილად აღიარეს, რომ არ აპირებენ ნატოს წევრობას“, – განაცხადა უიტკოფმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები