შსს: პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა

„პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა,“- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა და დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით 1973 წელს დაბადებული გ.გ. და 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.ბ. დააკავეს.

„დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პოლიციამ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, ასევე, მითითებული ლოკაციებიდან შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი” და „ალფა-პვპ” ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები