თბილისის მერია: საქართველო-სომხეთის მატჩის გამო, „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
„საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩის გამო, „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 23 მარტის 14:00 საათიდან იმოქმედებს,“- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მატჩამდე და მატჩის პერიოდში ნაწილობრივ ან საჭიროებიდან გამომდინარე სრულად დაიკეტება აკაკი წერეთლის გამზირი, გიორგი ცაბაძის, მაიკოვსკის, ყიფიანის და მეტრეველის ქუჩები.
„გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, თამარ მეფის გამზირის, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძისა და მურმან ლებანიძის ქუჩებზე.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები და მიკროავტობუსები წერეთლის გამზირიდან დაუკავშირდებიან ქუთაისის ქუჩას, ვახუშტის ხიდით გადავლენ სააკაძის მოედანზე, გმირთა მოედანზე და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა მატჩის დასრულების შემდეგ აღდგება,“- ნათქვამია ინფორმაციაში.