გიორგი ვოლსკი “ნაციონალურ მოძრაობაზე” : „ნაცმოძრაობა“ ახლა დაბნეულია, რა თქვან აღარ იციან – იმხელა დანაშაულებია ჩადენილი 2012 წლამდე, რომლებიც დღესაც კი, თავისი გამოძახილითა და ექოთი გავლენას ახდენს პროცესებზე
“ნაცმოძრაობა“ ახლა დაბნეულია, რა თქვან აღარ იციან. იმხელა დანაშაულებია ჩადენილი 2012 წლამდე, რომლებიც დღესაც კი, თავისი გამოძახილითა და ექოთი გავლენას ახდენს პროცესებზე,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შინაარსი იყო ძალადობა.
“ნაცმოძრაობა ახლა დაბნეულია, რა თქვან აღარ იციან. იმხელა დანაშაულებია ჩადენილი 2012 წლამდე, რომლებიც დღესაც კი, თავისი გამოძახილითა და ექოთი გავლენას ახდენს პროცესებზე. მათი შინაარსი იყო ძალადობა. იყო და ახლაც ესწრაფვიან ხელისუფლებისკენ, რათა ძალადობითვე განაგრძონ ქვეყნის მართვა. დაინახეს, რომ წარმატება აქ არა აქვთ, მაგრამ კომისიის ამოცანებთან დაკავშირებით აქვთ საკმაოდ სერიოზული პრობლემები შექმნილი, რადგან ზუსტად იციან, რომ ადამიანები, ვინც დაისაჯნენ იმ სადისტობისთვის, რაც ჩაიდინეს ადრე, ერთი თემაა, მაგრამ მეორეა კიდევ დანარჩენი დანაშაულები, რომლებიც დარჩა შეუფასებელი, შეფასდეს არამარტო სამართლებრივად, არამედ პოლიტიკურად, რათა ყველამ, მითუმეტეს, ახალმა თაობამ კარგად დაინახოს რა შინაარსის პოლიტიკურ გუნდთან გვაქვს საქმე, როდესაც ვსაუბრობთ ე.წ. ოპოზიციაზე,” – აცხადებს გიორგი ვოლსკი.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” დროს, პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, ბიზნესზე ზეწოლისა და წამების ერთ-ერთი საქმე, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის საქმე განიხილა.