ბელგია უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის საკითხს განიხილავს
ბელგია განიხილავს უკრაინაში თავისი სამშვიდობოების გაგზავნას იმ პირობით, რომ დამყარდება გრძელვადიანი მშვიდობა, რომელიც მისაღები იქნება ევროკავშირისა და უკრაინისთვის, – ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ პრევოსტმა ბელგიურ ტელეარხ RTL-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ამის და მკაფიო საერთაშორისო მანდატის საფუძველზე ბელგიას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო მისიაში“, – აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისთვის, ხვალ, 6 მარტს ბრიუსელში ევროკავშირის რიგგარეშე სამიტი გაიმართება, სადაც განიხილება ევროკავშირის ქვეყნების როლი უკრაინაში არსებული სიტუაციის მოგვარებაში და კიევის შესაძლო „უსაფრთხოების გარანტიები“.