თამარ ჩიბურდანიძე: ალბათ ძნელად თუ წარმოვიდგენდით, რომ ამ რთული პოლიტიკის ფონზე საქართველო წინ გაუსწრებდა მთელ რიგ პროცესებს და შეძლებდა იმის გადალახვას, რასაც დღეს ამერიკა გადის და რაც ჯერ კიდევ წინ აქვს ევროპას
პარტია “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე დონალდ ტრამპის კონგრესში სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“ათეული წლების განმავლობაში მილიარდობით დოლარით შექმნილი “ულტრა ლიბერალური ეპოქა – ვოკეიზმი” დასრულდა იმ ქვეყანაში, საიდანაც დაიწყო”- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ რომ ამერიკა ამერიკელი ხალხის არჩევანის შედეგად გადარჩა, თუმცა გადარჩება თუ არა ევროპა ევროპელების არჩევანით, ამას დრო აჩვენებს.
თამარ ჩიბურდანიძე წერს, რომ დონალდ ტრამპის პოლიტიკა იდენტობასა და ტრადიციულ პოლიტიკურ კულტურაზეა დაფუძნებული, ამის დამადასტურებელი კი პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებაა აშშ-ს გქონდეს სახელმწიფო ენა.
ანალიტიკოსი საქართველოს ხელისუფლების სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილებების შედეგებზეც საუბრობს. თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ იდენტობისა და ტრადიციული კულტურის დამკვიდრების მხრივ საქართველო ლიდერია. მისი თქმით, მშვიდობის შენარჩუნების ხარჯზე დღეს ქვეყანა მაყურებლის როლშია და არა კონფლიქტის ერთ-ერთი მხარის.
“დღეს ლიბერალებისთვის ნამდვილად მძიმე დღეა. ათეული წლების განმავლობაში მილიარდობით დოლარით შექმნილი “ულტრა ლიბერალური ეპოქა – ვოკეიზმი” დასრულდა იმ ქვეყანაში, საიდანაც დაიწყო. ამერიკიდან წამოსულმა გენდერულმა პოლიტიკამ დასავლეთის პოლიტიკა კრახის პირას მიიყვანა. ამერიკა გადარჩა ამერიკელი ხალხის არჩევანით, მაგრამ გადარჩება თუ არა ევროპა ევროპელი ხალხისგან, ამას დრო გვაჩვენებს. ის, რაც ტრამპმა დასრულებულად გამოაცხადა ამერიკაში, ბატონობს ევროპაში. ევროპარლამენტის არჩევნებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე წელია და ეს დიდი დროა იმისთვის, რომ ამ სენმა სრულად შთანთქას ევროპული კულტურაც და ღირებულებებიც.
ტრამპის პოლიტიკა დაფუძნებულია იდენტობაზე, ტრადიციულ პოლიტიკურ კულტურაზე. მისი სურვილია, ამერიკელი ხალხი აქციოს ამერიკელ ერად და ამას მიაღწევს კიდეც. პირველად ამერიკის ისტორიაში, ამერიკელებს ოფიციალური სახელმწიფო ენა აქვთ. ყველა ცვლილება მიდის პროგრესული კონსერვატიზმისკენ.
რაც შეეხება საქართველოს, ეროვნული იდენტობის და ტრადიციული პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაში ლიდერია მსოფლიოში. ჩვენ შევძელით იმ რევოლუციური ცვლილებების მიღება, რაც დღეს უჭირს თვით ამერიკასაც კი. მით უმეტეს, ლიბერალებისგან მილიონობით დოლარით დაფინანსებული ენჯეო-მედია საშუალებებთან ბრძოლის ფონზე.
ალბათ ძნელად თუ წარმოვიდგენდით, რომ ამ რთული პოლიტიკის ფონზე საქართველო წინ გაუსწრებდა მთელ რიგ პროცესებს და შეძლებდა იმის გადალახვას, რასაც დღეს ამერიკა გადის და რაც ჯერ კიდევ წინა აქვს ევროპას. და რაც მთავარია, მშვიდობის შენარჩუნებით, დღეს მაყურებლის როლში ვართ და არა კონფლიქტის ერთ-ერთი მხარის.
ეს არის პოლიტიკა – მოკლევადიან გათვლებს ზუსტად ის შედეგი მოსდევს, რაც მიიღეს დემოკრატებმა ამერიკაში და რასაც მალე მიიღებენ ევროპაშიც,”- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.