აშშ-მა იემენელი „ჰუსიტები“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი „ჰუსიტები“ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა,- ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ცნობით, შეერთებული შტატები არ მოუთმენს არცერთ ქვეყანას, რომ ჩაერთოს ტერორისტულ ორგანიზაციებთან, როგორიც არიან “ჰუსიტები”.
„სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გადადგმული ნაბიჯები არის დემონსტრირება იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების, ამერიკელი ხალხისა და შეერთებული შტატების ინტერესების დაცვის ერთგულია. ტერორისტების გამოვლენა ტერორიზმთან ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის შეზღუდვის ეფექტური საშუალებაა“, – აცხადებს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო.
შეგახსენებთ, „ჰუსიტები“, რომლებსაც დაჯგუფება „ჰამასი“ უჭერს მხარს, 2023 წლიდან წითელ ზღვაში ისრაელის და სხვა ქვეყნების გემებს ესხმიან თავს.