ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 3-4 აპრილს გაიმართება
3-4 აპრილს, ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება, – ამის შესახებ განცხადებას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრებს უხელმძღვანელებს ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე.
„მოკავშირე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში 3-4 აპრილს შეიკრიბებიან. შეხვედრებს ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე უხელმძღვანელებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
გენერალური მდივანი შეხვედრის ორივე დღეს მედიას სიტყვით მიმართავს.
ცნობისთვის, აშშ-ში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა იქნება.