ტრამპი: გრენლანდიას მაინც მივიღებთ
ამ საღამოს გზავნილი მაქვს გრენლანდიის ხალხისთვის: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს უფლებას, გადაწყვიტოთ თქვენი მომავალი და თუ ამას აირჩევთ, მოგესალმებით აშშ-ში,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
პრეზიდენტის განცხადებას კონგრესმენების უკმაყოფილება მოჰყვა.
“ჩვენ გრენლანდია გვჭირდება ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვისაც კი. ვმუშაობთ ყველა ჩართულ მხარესთან, რათა ის მივიღოთ. მაგრამ ჩვენ ის რეალურად გვჭირდება საერთაშორისო მსოფლიო უსაფრთხოებისთვის და ვფიქრობ, ჩვენ მას, ასე თუ ისე, მაინც მივიღებთ. ჩვენ გამყოფებთ უსაფრთხოდ, გაგამდიდრებთ და ერთად ავიყვანთ გრენლანდიას სიმაღლეზე, რომელზედაც არც კი გიფიქრიათ”,- განაცხადა ტრამპმა.