“უპრეცედენტო ქველმოქმედება, ქვეყნის გადარჩენა და დაცვა უამრავი სირთულის დროს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია და ეს განსაკუთრებული მისია დამსახურებულად ხვდა წილად ბიძინა ივანიშვილს” – ღარიბაშვილი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

“დაბადების დღეს ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს!

უპრეცედენტო ქველმოქმედება, 12-წლიანი მშვიდობისა და განვითარების უზრუნველყოფა, ქვეყნის გადარჩენა და დაცვა უამრავი გამოწვევისა და სირთულის დროს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია და ეს განსაკუთრებული მისია დამსახურებულად ხვდა წილად ბიძინა ივანიშვილს.

მჯერა, მისი ლიდერობით წინ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები გველოდება!”, – წერს ღარიბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები