ტრამპის სპიკერი: ომის დროს არჩევნები ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანია
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთ-უკრაინის ომში, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ უკრაინა მზად უნდა იყოს ომის დროს არჩევნების ჩასატარებლად, რადგან ამის შესაძლებლობა ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანია.
კელოგმა განაცხადა, რომ არჩევნები ტარდება ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში და რომ აშშ-ს ასევე ჰქონდა არჩევნები “ომების შუაგულში”.
ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ არჩევნების ჩატარება არ ნიშნავს იმას, რომ ახლა ზელენსკი უნდა წავიდეს.
„ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანი არის ომის დროსაც კი არჩევნების ჩატარების სურვილი და შესაძლებლობა. ამიტომ, უკრაინამ უნდა ჩაატაროს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც უკრაინის კანონმდებლობით აკრძალულია საომარი მდგომარეობის დროს“, – თქვა კელოგმა.
ამასთან, აშშ-ის ორმა ყოფილმა ოფიციალურმა პირმა “როიტერს” დაუდასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ოფიციალურ პირებთან 2023 და 2024 წლებში არჩევნების ჩატარების საკითხი დაუსვა.