ზვიად ქაწაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში იმყოფება. უნგრეთის შსს-ს კატასტროფების მართვის გენერალურ დირექტორატში შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ზვიად ქაწაშვილთან ერთად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ დელეგაციას უნგრეთის შსს-ს კატასტროფების მართვის გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი ბაკონდიმ და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.
შეხვედრაზე საუბარი ქვეყნებს შორის საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, უახლოეს მომავალში მუშაობა დაიწყონ ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გასაფორმებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები