ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ყოველი მათი გადადგმული ნაბიჯის შემდეგ ვრწმუნდებით, რომ ყველაზე სწორად ჰქვიათ უსამშობლოები

„ყოველ დღე, ყოველ წუთს, ყოველი მათი განცხადების, ყოველი მათი გადადგმული ნაბიჯის შემდეგ ვრწმუნდებით, რომ ყველაზე სწორად ჰქვიათ უსამშობლოები. ყველაზე სწორად ჰქვიათ აგენტები და ყველაზე სწორად ჰქვიათ იმ ჯაშუშური ქსელის წარმომადგენლები, რომლებიც მოქმედებენ არა მხოლოდ საქართველოში“, – ამის შესახებ  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციასთან დაკავშირებით „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით რადიკალები ერთმანეთს „აბულინგებენ“.

„რაც შეეხება მანდატების შეწყვეტას, შიდა ბულინგი ნაკლებად გვაინტერესებს მათ შიგნით რა მოხდება და ვითომ კოალიციებში და „ფანჩატურ 3“- ში რას მოილაპარაკებენ სალომე ზურაბიშვილთან ერთად.
დაწერეს განცხადებები და 49 ნაცით ნაკლებია, დარჩა 12 ნაცი, რომელმაც არ დაწერა. როგორი ცარიელიც არის მათი ფლანგი, მათი ადგილი, ასეთი ცარიელები არიან პოლიტიკურად და ასეთი ცარიელები იყვნენ პოლიტიკურად ყოველთვის“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, მანდატების გაუქმების თაობაზე დაწერილი განცხადებების დაკმაყოფილებით, მმართველმა გუნდმა რადიკალებს გამოაცალა შანტაჟის მექანიზმი.

„ეს კინო ნანახი გვაქვს, როგორც ჩვენ, ასევე, საზოგადოებას“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მისი განმარტებით, არ აქვს მნიშვნელობა შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, რადგან წინა მოწვევის პარლამენტის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ რადიკალები მუდმივ ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში მონაწილეობა არ მიუღიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები