კოლუმბიის პრეზიდენტი: დააკანონეთ კოკაინი, ის ვისკიზე უარესი არ არის

კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კოკაინი ვისკიზე უარესი არ არის და ის მხოლოდ უკანონოა, რადგან ლათინური ამერიკიდან მოდის.

”კოკაინი არალეგალურია იმიტომ, რომ იგი მზადდება ლათინურ ამერიკაში და არა იმიტომ, რომ ვისკიზე უარესია. თუ ვინმეს მშვიდობა უნდა, ბიზნესი [ნარკოტრაფიკის] უნდა დაიშალოს. ის კი ადვილად შეიძლება დაიშალოს, თუ მსოფლიოში კოკაინის ლეგალიზებას მოახდენენ და ღვინოსავით გაიყიდებოდა”, – თქვა პეტრომ.

როგორც “პოლიტიკო” წერს, კოლუმბიამ, რომელიც არის მსოფლიოში კოკაინის უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორი, ათწლეულები გაატარა ნარკომანიასთან ბრძოლაში, მაგრამ ქვეყნის მემარცხენე პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ეს ნარკოტიკი ამერიკელი პოლიტიკოსების მიერ განადგურდა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები